19:36 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 11:26:07, 1550 ნახვა

საზოგადოება
ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა

ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ.

მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს.

მერიის ინფორმაციით, კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთაწინდის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ რიყის ქვას, რომელიც დაზიანებულია და ასევე, არაკომფორტულია გადაადგილებისთვის, ქვაფენილი ჩაანაცვლებს.

„ფაქტობრივად, კეთდება ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი ახალი, კაპიტალური გზა, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება“,  - განაცხადა გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics