01:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:17:52, 2102 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და საპარლამენტო უმცირესობა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს .

პარტია დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიტანელ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ასევე, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური და ღია მხარდაჭერისკენ. ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე საქართველო საკუთარი მოკავშირის გვერდით უნდა დადგეს", - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics