17:08 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:59:05, 1679 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს ქალაქებში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო", „ოქრო ღვინოები", „ხოხბის ცრემლები", „მარიამ იოსებიძე" და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი". ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ.

ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს" (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც.

ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა  ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში, დღეს გაიმართება  პორტლენდში, ხოლო მომდევნო დღეებში ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და  ნიუ-იორკში.

ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics