|
2018-03-12 13:43:45, 2000 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მიქაბაძის განცხადებით, რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)