|
2018-03-12 13:29:23, 1768 ნახვა
ეკონომიკა
2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო - 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი). მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოპერირებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)