13:32 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 17:26:12, 2927 ნახვა

პოლიტიკა
ჯალაღანია: ის, რაც გიუმრიში მოხდა შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
როგორც ჯალაღონიამ განაცხადა, სომხეთში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ერთ-ერთი გამორჩეულია.ჯალაღონიამ დაღუპული ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"ნამდვილად, 21-ე საუკუნეში ბევრი ტრაგიკული ამბავი მომხდარა, მაგრამ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ ყველანაირად გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ჩვენ ასევე გვინდა გვჯეროდეს, რომ დამნაშავე იქნება პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისი სამართლებრივი ზომები განხორციელდება", - განაცხადა დავით ჯალაღონიამ.

შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ  გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა  ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი მოგვიანებით  რუსმა მესაზღვრეებმა თურქეთის საზღვარზე დააკავეს.  
ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით, გიუმრიში აქციები იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics