|
2015-05-18 14:10:42, 643 ნახვა
სამართალი
მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ რამდენიმე ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმირებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მართლმსაჯულების სახლში ამ წუთებში განიხილავენ. ლევან მურუსიძის თქმით, მისთვის მიუღებელია, სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს. მისივე შეფასებით, ეს ცვლილება დამოუკიდებელ და ძლიერ მართლმსაჯულებას ხელს შეუშლის. „შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ რაც დადებითი განხორციელდა სასამართლო ხელისუფლებაში, სასამართლო გახდა უფრო დამოუკიდებელი სხვა აღმსასრულებელი ხელისუფლების რაღაც გარკვეული დამსახურება იყო. აღნიშნული კანონპროექტის შემოღებით, ეს შეიცვლება პირიქით.რაც შეეხება ვადაზე ადრე თავჯდომარეების უფლებამოსილების შეწყვეტას, აქ არის ვენეცის კომისიის დასკვნა, რომ ეს არ გააკეთოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასრებობს, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო, ან საერთთაშორისო ყველა ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არ გავაკეთოთ. ეს არ წაადგება მართლმსაჯულების განვითარებას.ჩვენ ვდგავართ კარგ გზაზე და გვაქვს საშუალება, რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ, ძლიერ მართლმსაჯულებას და ეს ხელს შეუშლი“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ. გარდა ამისა, ლევან მურუსიძე ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებასაც ეწინააღმდეგება, რომლის ინიციატორიც უზენაესი სასამართლოა. ინსპექტორის ინსტიტუტი მოსამართლისთვის გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების ჩამორთმევას გულისხმობს. „რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის. როგორ შეიძლება ამ ინსტუტის შემოღება. იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტში ეს არ არის, ეს ინიციატივა უზენაესი სასამართლოდან წამოვიდა. ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება მოსამართლეზე დევნა განახორციელოს, ეს შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შემდგომ ეს გასაჩივრდეს. ვინმე შემოვიტანოთ, ვისაც 5 წლიანი იურიდიული განათლება ექნება, ვინმე ვისაც ექნება უფლება, რომ ჩამოართვას ახსნა- განმარტება მოსამართლეებს, ანგარიში მოსთხოვოს რაღაც საქმეებთან დაკვაშირებით და ისეთ თემებთან, რაზეც საჩივარი შემოტანილი არ არის, ეს არის უკან დახევა და არ შეუწყობს ხელს იმ ტენდენციას, რაც მართლმსაჯულების გაძლიერების კუთხით ქვეყანაში მიმდინარეობს და როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მდივანი, ამას კატეგორიულად შევეწინააღმდეგები.წარმოუდგენელია, რომ ინსპექტორი, ვინმე გარეშე პირი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება, ახსნა განმარტებები ჩამოართვას მოსამართლეს და განახორციელოს ე.წ. პროკურორის ფუნქცია სასამართლოს სისტემაში“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)