22:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 12:43:00, 1965 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ევროპარლამენტარს უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციისთვის, მთავრობის ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის წევრს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამუშაო საუზმის დროს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და სამომავლო ევროპული პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტრთან გამოხატა უკიდურესი შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი სამხედროს ტრაგიკული სიკვდილის გამო. ხაზი გაესვა იმ მზადყოფნას, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუციის მისაღებად გამოთქვეს, რომლის შემუშავებაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება.

გიორგი მარგველაშვილმა დევიდ მაკალისტერს მადლობა გადაუხადა იმ მკაფიო მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ევროპელი კანონმდებლებისგან აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics