14:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 15:11:55, 1696 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის შსს-ს წარმომადგენელი: საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და თავშესაფრის მოთხოვნის პირობა არ არსებობს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელის, კრისტიან კლოსის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პირობა არ არსებობს.

კლოსის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაზრდილია.

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხზე, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ, გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა განაცხადი უარყოფილია და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში, თუ საჭირო გახდა, იძულების წესითაც კი. მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა", - განაცხადა კრისტიან კლოსიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics