12:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 15:45:49, 1619 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის გამგეობას ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა

ქალაქ ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისს ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთაწმინდის გამგეობას ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი ესტუმრა, რომელმაც ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილება მთაწმინდის გამგებელ დავით კირკიტაძეს პირადად გააცნო და პროექტი გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ, პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ვილნიუსის ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია ლიტველმა არქიტექტორმა, რიტის ციკანავიჩიუსმა წარმოადგინა.

კონცეფციის მიხედვით, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ბაღი თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს, თუმცა, ისტორიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული ზონის გათვალისწინებით, პროექტი ტრადიციულ ელემენტებსც მოიცავს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics