21:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 18:05:20, 1836 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა.

კანონპროექტის ავტორები  პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

საკითხი დიმიტრი ხუნდაძემ გამოიტანა და კანონპროექტის მიღების გარემოებებსა და ზოგად პრინციპებზე ისაუბრა.

მისი თქმით,  კანონპროექტის შემუშავების მიზეზს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება წარმოადგენს.

კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივებს სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს. მრავალშვილიანი მშობლის არსებული სტატუსი, რომელიც 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდათ, 2006 წელსგაუქმდა, ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.

საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს დღეებში პარლამენტის ბიუროს წარედგინება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics