|
2018-03-01 12:03:39, 2357 ნახვა
ეკონომიკა
კორეული კორპორაცია „SKE&C“ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი კორეული კორპორაციის "SKE&C"-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალურ მმართველ დირექტორს სეუნგ სუ ლის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კორეელმა სტუმარმა გამოხატა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის დაწყებაზე ენერგეტიკის, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით. კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კორპორაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, სასტუმრო ინდუსტრიაა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეულ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრო.
(NS)
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)