11:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:09:52, 1533 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილზე, მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სამი კი ,,ამტელ ჰოსპიტალში“.

მედიკოსების ინფორმაცით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაწერენ.

"ჩვენს კლინიკაში მკურნალობს ორი ავადმყოფი. დიაგნოზით - თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი დაზიანებები. მდგომარეობა სტაბილურია უარყოფითი დინამიკის გარეშე. სავარაუდოდ დღის ბოლოდან გაეწერებიან კლინიკიდან“, - აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში.

რაც შეეხება კიდევ 3 მოზარდს, რომლებიც მკურნალობას ,,ამტელ ჰოსპიტალში“ გადიან, ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია ბესიკ წივწივაძის თქმით, ერთ-ერთ მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

"ბიჭს აქვს თავზე ღრმა ჭრილობა. ასევე სახეზე მრავლობითი ჭრილობით ორი მოზარდი გოგონაც შემოიყვანეს. ჩაუტარდათ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. იმყოფებიან სტაციონალურ მკურნალობაზე", - განაცხადა წივწივაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics