11:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:27:30, 1607 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების შერბილების პროექტზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტზე - „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ხელშემწყობი რეგიონული მოდელები - საქართველოში მათი შექმნის პოტენციალის და შესაძლებლობების კვლევა’’ იმსჯელეს.

პროექტი საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს  და  მიზნად ისახავს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ბიოსფერული რეგიონის შექმნის შესაძლებლობების გაძლიერებას.

მისი მოსამზადებელი ეტაპი დასკვნით ფაზაში იმყოფება, რაც ითვალისწინებს ბიოსფერული რეგიონის დასაარსებლად და მართვის კუთხით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება დაინტერესებულ და გადაწყვეტილების მიმღებ მხარეთა საერთო თანამშრომლობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოება.

შეხვედრაზე, პროექტის მიმდინარეობისას მიღებული შედეგები ასევე, მისი შემდგომი განხორციელების  სცენარი განიხილეს, რაც  კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაარსების და მართვისთვის აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას,  ზონირებას, მართვას, დაფინანსებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.

შეხვედრას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახმეტის მუნიციპალიტეტის, თელავის და დედოფლისწყაროს ადგილობრივი თვითმართველობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ),  კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics