|
2018-02-21 22:16:11, 4284 ნახვა
სპეციალური ანონსი
22 თებერვლის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ მონაცემთა დაცვის ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის და საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლები. 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი აიმენ ოსმან ალი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში”გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსია, თემაზე - „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში". 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. (მედიის მისვლის დრო 10:30 საათი). 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია დაესწრებიან. 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გამართავს პრესკონფერენციას, სადაც „კორუფციის აღქმის ინდექსის" 2017 წლის გლობალურ რეიტინგში საქართველოს შედეგებს გაასაჯაროვებს. 12:00 საათზე, თბილისში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, გაიმართება პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის საინფორმაციო (აქცია) შეხვედრა მოქალაქეებთან 23 თებერვალს დაგეგმილი მსვლელობის თაობაზე. ასევე მოგროვდება ხელმოწერები მთავრობისთვის წარსადგენი პეტიციისთვის - უსაფრთხო შრომის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმის და კანონმდებლობის დახვეწის მოთხოვნით. 14:00 საათზე, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სათაო ოფისში გაიმართება ცენტრის პრესკონფერენცია. 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელები ქვემო ქართლში, სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლს - „გადაჭრილ გორას“ მოინახულებენ. საკონტაქტო პირი მინდია ჯალაბაძე - 599 215706 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც 794-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მიმართეს. 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე“ პრემიერა გაიმართება.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)