|
2018-02-21 10:51:27, 1668 ნახვა
ეკონომიკა
ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 134 მოსახლეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით. პრემიერმა რაჭაში კოოპერატივის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომლებმაც ტექნიკის არქონა ძალიან დიდ პრობლემად დაასახელეს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსებით გადაცემის გადაწყვეტილება მთავრობამ სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)