|
2018-02-21 00:41:48, 3733 ნახვა
სპეციალური ანონსი
21 თებერვლის ანონსი
21 თებერვალს, 08.45 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე საავიაციო ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის. 21 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7 21 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რუმს თბილისი“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა, თემაზე „2030 წლის დღის წესრიგის გენდერული განზომილება საქართველოში“. 21 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 21 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 21 თებერვალს, 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთოვნით მიმართავს. 21 თებერვალს, 16.00 საათზე, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თსუ–ში საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და სხვა პირები დაესწრებიან.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)