|
2018-02-16 10:37:20, 1590 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს
ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ. ქალაქ თბილისის მერია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. ისნის რაიონში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე: კახეთის გზატკეცილი N44 და N3-ა, ონაშვილის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N 156, მეველეს ქუჩა N17 და ქეთევან წამებულის გამზირ N91-ში, ძველი დაზიანებული მოედნების ადგილას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო მოედნები ეწყობა. პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყობა ახალი ღობეები და გარე განათების ბოძები. მოედნები ასევე, ადაპტირდება შშმ პირებისთვის. 2018 წელს, ისნის რაიონში რეაბილიტაცია-განახლება ჯამში 10 სპორტულ მოედანს ჩაუტარდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერები და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ისნის რაიონს გაზაფხულისთვის ექვსი რეაბილიტირებული და განახლებული, თანამედროვე სპორტული მოედანი შეემატება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი, გაუმჯობესებული, კომფორული საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)