|
2018-02-15 15:33:09, 1894 ნახვა
ეკონომიკა
„შტადლერ რეილ ეი ჯი“ თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. დღეს, კომპანია „STADLER" - ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს. მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე მზადყოფნა მიმდინარე წლის ივნისში გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც „შტადლერსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)