|
2018-02-15 14:52:20, 1832 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს. „სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გამოვყავით და ახალი, ურბანული განვითარების სამსახური შევქმენით, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა - ვახტანგ ჯოხაძე, რომელიც პროფესიით ურბანისტია, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვახტანგ ჯოხაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია. ვიცით, რომ ამ მიმართულებით მწვავე პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებასაც, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)