|
2018-02-13 19:28:35, 2061 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუალედურ მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, დადებითად შეფასდა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება. როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკაა და 2018 წლის დაგეგმილი საბიუჯეტო პარამეტრები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიზნებს. შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე და აღინიშნა, რომ ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაძლიერებისთვის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში, დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტი, რომლის ფარგლებში, განიხილება სსფ-სთან არსებული პროგრამის მიმდინარეობა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)