19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 22:20:03, 2061 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა, პაციენტებს გულ-მკერდის ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.

„პაციენტები მოვიდნენ თვითდინებით. ორივეს აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ნახევარზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. შესაბამისი კვლევებით დასტურდება, რომ ჭრილობა არის შემავალი. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს.  არსებული ინფორმაციით, ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდების დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics