15:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 15:59:44, 2428 ნახვა

პოლიტიკა
გროზნოს მერმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, ის საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა.

როგორც ხუჩიევმა აღნიშნა, ვიზიტის დროს ის შვებულებაში იყო. მან ყველას მოუწოდა ამ თემაზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

"ბულვარული პრესა ჩემს საქართველოში ვიზიტსა და საიდუმლო შეხვედრებზე ჯაშუშების შესახებ საუკეთესო ფილმების ჟანრში წერს. სინამდვილეში მე 9 იანვრიდან ოფიციალურ შვებულებაში ვარ და საქართველოში ტურისტული მიზნით ვიმყოფებოდი. მოვუწოდებ ლეგენდების ყველა მაძიებელს, დააოკონ ფანტაზია და საჭირბოროტო საკითხებით დაკავდნენ", - განაცხადა გროზნოს მერმა.

შესაბამისი განცხადება გროზნოს მერიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მანამდე Kommersant.ru წერდა, რომ საქართველოში მყოფი მუსლიმ ხაჩიევი თბილისსა და ბათუმში ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა. 

აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics