13:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 11:59:08, 2147 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით იღებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა  უმრავლესობისთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა.

მეორე ადგილზე 21%-ით ინტერნეტია, გამოკითხულთა 2-2%  ინფორმაციას ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან და მეგობრებისგან იღებს, 1%-გაზეთებსა და ჟურნალებს ეცნობა, 1% რადიოსგან იღებს ინფორმაციას, ასევე  1% თანამშრომლებისგან. გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ინფორმაციას  მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.

 NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics