14:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 09:59:35, 2159 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის 6-წლიან პატიმრობას ეხმაურება. გაერთიანება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტის მიმართ, 12 იანვარს, ბალაკნის სასამართლოს მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის აზრის გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მედიისა და აზერბაიჯანში კანონის უზენაესობის კუთხით, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტი, რომელსაც შემდგომ აზერბაიჯანში მისი დაკავება მოჰყვა, დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება.

"თავისუფლების აღკვეთის ყველა შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას, სასწრაფოდ უნდა იყოს განხილული აზერბაიჯანში და ამის შემდეგ, ყველა პირი უნდა იყოს გათავისუფლებული, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი  აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს.  მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა.  როგორც ამბობენ,  არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს.

ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics