09:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 12:56:17, 1980 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: უწმინდესმა თქვა, რომ არ არის მისი დაბადების დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნის დრო და საშუალება

ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში არ გაიმართება.

საზეიმო ვახშმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, “არის გარკვეული პრობლემები“.

"ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქტიურია, ხვდება ხალს და მილოცვებს ღებულობს“, - აღნიშნა  შარტავამ.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, მანანა შეროზიას თქმით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მისი პირადი სურვილია.

”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“, - განაცხადა მანანა შეროზიამ.

ცნობისთვის, საპატრიარქოში დღეს ჩანიშნული ერთადერთი ღონისძიება ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაციას უკავშირდება. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics