09:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-31 17:36:44, 3320 ნახვა

საზოგადოება
“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად  მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ.

ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა, ყველა აქ მყოფ ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მთელს საქართველოს, რაც შეიძლება, ნაკლები პატიმრის ყოლა ვუსურვო“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს ანსამბლის წევრებს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული  ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

,,ქართული ხმების“ წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონიძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. მსჯავრდებულებს კი  საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics