|
2017-12-22 12:06:27, 1963 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას" ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის" დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება. „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები. გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს და მას შემდეგ დაახლოებით 750 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორცებული, საიდანაც 50%ზე მეტი, 400 მლნ ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)