|
2015-05-10 11:13:14, 6105 ნახვა
კულტურა
ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრია“ წარდგენილი
ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“ იღებს მონაწილეობას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროგრამის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო გამოფენაში – „ნახტომში შეუცნობადში“ მონაწილეობს. გამოფენაში “ნახტომი შეუცნობადში“ მონაწილეობს მსოფლიოს 20 ქვეყნის 40 ნამუშევარი. სამხრეთ კავკასიიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან, პროექტში მხოლოდ საქართველოა წარმოდგენილი. ბიენალეს მთავარ გამოფენასა და ნაციონალურ პავილიონებთან ერთად, ოფიციალური პარალელური პროგრამა (Official Collateral Events) ბიენალეს სტრუქტურის ნაწილია და წარმოდგენილია ბიენალეს ძირითად კატალოგში, საიტსა და ბიენალეს საინფორმაციო პუბლიკაციებში. „საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას - ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION”. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთა ჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს. კონცეფცია: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში. ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება. „ნახტომი შეუცნობადში“ იმართება ვენეციის „გრანდ კანალზე“ მდებარე მე-15 საუკუნის სასახლეში - Palazzo Loredan dell’ Ambasciatore. სახელწოდება „dell’ Ambasciatore“ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შენობა ავსტრიის იმპერიის ელჩებისთვის იყო განკუთვნილი. სასახლე ვენეციის წინა ორ ბიენალეზე მასპინძლობდა ახალი ზელანდიის ნაციონალურ პავილიონს. იგი ცნობილი მისამართია ბიენალეზე დამსწრე ჟურნალისტებისა და არტ-პროფესიონალებისთვის. პროექტის კურატორების გადაწყვეტილებით, ვენეციის ბიენალეს დასრულების შემდეგ, ილია ზაუტაშვილის ინსტალაცია „საზოგადოებრივი აზრი“ ნაჩვენები იქნება სეულის ARKO-ს (კორეის არტ საბჭო/Korea Art Council) საგამოფენო დარბაზში. პროექტის ფარგლებში NUOVA ICONA ატარებს ასევე, ხელოვნებისა და გარემოს საკითხებისადმი მიძღვნილ ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას “კონტინენტალური საუზმე“, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი ორი მომხსენებლით - მხატვარი ილია ზაუტაშვილი და პროექტის კომისარი მაგდა გურული.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)