|
2015-05-08 20:37:58, 1345 ნახვა
სამხედრო
საინჟინრო ბრიგადაში კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის პირველი დონის ინსტრუქტორთა მომზადების ტრენინგი დასრულდა. დღეს, კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს სწავლების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. კურსის წარმატებით დასრულება მონაწილეებს კოლინ ტომსონმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემაც მიულოცეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. დღესვე, ამერიკულმა მხარემ სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული, 95 000 დოლარის ოდენობის საინჟინრო საშუალებები და მატერიალური ქონება გადასცეს. აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი. სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტრენინგი 21 აპრილს დაიწყო. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)