22:26 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 18:07:56, 2198 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ხვალიდან გაიხსნება

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება.

10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება  გუდაურისა და  გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი,  ხოლო  23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის  გახსნა  17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება  მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება  ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია  „დოპელმაიერი" ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე  1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი,  ღია სავარძლის ტიპისაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი  Euronews-ის მაყურებელს  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს.    სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს  BBC.  საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.  საქართველოს შესახებ  რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ  გადაცემებშია,  როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics