09:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 18:22:55, 2491 ნახვა

პოლიტიკა
შალვა თადუმაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად არ დარჩება

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება და ის ცალკე აუწყებად არ დარჩება.

ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები განისაზღვრება. ასევე, თადუმაძის განმარტებით, გარემოს დაცვის  ბიუჯეტი არ შემცირდება:

„გარანტირებული იქნება ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება გარემოს პროგრამების ბიუჯეტი, ის არასოდეს არ იქნება წინა წელზე უფრო ნაკლები. გარანტიები, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა,  ეს დაფიქსირდება კანონის დონეზე", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics