19:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 11:37:17, 1999 ნახვა

ეკონომიკა
„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, „აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი“ გაიმართა

„საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში“ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით“ ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გამართა.

აბრეშუმის გზის - ვაჭრობის ფინანსირების რეგიონალურ–ტექნიკურმა ფორუმმა თავი მოუყარა წამყვან იურისტებს, ბანკირებს, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონის ექსპერტებს ვაჭრობის ფინანსირების დარგში. ფორუმზე განიხილულ იქნა ის შესაძლებლობები და სირთულეები, რომლებიც თან ერთვის “ერთი სარტყელი-ერთი გზა”-ის პროექტს მისი არეალის გაფართოებასთან ერთად. ღონისძიების უმთავრეს თემას წარმოადგენდა საბანკო გარანტიების გამოყენება და მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებული ახალი ჩინური მოთხოვნის გარანტიის წესებმა, მსოფლიო ბაზარზე ჩინეთთან საერთაშორისო ხელშეკრულებების ზრდის მოლოდინი გააჩინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული ბანკებისა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები, ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო კორპორაციებისა და მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics