08:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:47:52, 2347 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის  ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ამასთან,  საქართველო PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კენჭისყრა PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics