08:01 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 11:32:19, 2114 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თეა წულუკიანს და ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველოს" წევრები  იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებენ.

 პარტია  ითხოვს პასუხს კითხვებზე-"იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი და როგორ შემოაღწიეს ტერორისტებმა ქვეყანაში".

“პარლამენტში მოვიდეს ერთის მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორეს მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics