15:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 20:04:43, 2063 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. პირადად მე და თურქეთის მთავრობა ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, მომხდარი ფაქტის გამო, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ და ქართველ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“, - ნათქვამია თურქეთის პრემიერის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics