16:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:28:37, 2096 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 3.9%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 772.2 მლნ ლარით (3.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.6 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 615.6 მლნ ლარით (5.4 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.9 პროცენტი შეადგინა).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.5 მლრდ ლარის (5.0 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი).

2017 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.9 პროცენტით ანუ 400.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 10.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.23 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics