02:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:18:31, 2210 ნახვა

პოლიტიკა
ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება., - ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დაიწყო, გაგრძელდეს და ქართული სპორტისთვის წარმატებული იყოს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება. 
მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის. 
მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics