02:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 11:31:32, 2492 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება

პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ სფეროში უკვე  განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით,  ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics