|
2015-05-05 19:48:33, 447 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი: არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა რიგის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივაზე. ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამისთვის წინასამუშაოები უმაღლეს დონეზე იქნა შესრულებული. „მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები, ეს ძალზედ სერიოზული იყო. ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ“-აღნიშნა შტაინმაიერმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკომისია საკუთარ დასკვნას წევრ სახელმწიფოებსაც მიაწვდის, რის საფუძველზეც წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ. „არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“, - განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)