11:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:11:40, 2044 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისია DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში საუბარი შეეხება იმ პროგრესს, რომელიც  სხვადასხვა მიმართულებით იქნა მიღწეული.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო დაახლოების კუთხით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა დადგენილ ვადებში. ანგარიშში აღიარებულია ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქტების შეტანის კუთხით და აღნიშნულია, რომ 2017 წელს ევროკავშირის ბაზარზე თაფლისა და მატყლის შემდეგ  დაშვებულ იქნა შავი ზღვის თევზიც. აქცენტი გაკეთებულია იმაზეც, რომ 2016 წელს საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის წევრი გახდა, რაც ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ფიტოსანიტარიული კონტროლოს პროგრამის გაუმჯობესებას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი სფერო, სადაც საქართველომ დადებითი შეფასება დაიმსახურა, მომსახურებით ვაჭრობაა. ანგარიშში დადებითაა შეფასებული, რომ საქართველო აგრძელებს კანონმდებლობის მიღებას საფოსტო მომსახურების შესახებ. ამასთან, ხაზგასმულია, რომ კანონმდებლობის მთავარი მიზანია მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება და უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად სახსრების მოძიება, რათა დაკმაყოფილებულ იქნას საფოსტო მომსახურების მომხმარებელთა საჭიროებები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics