09:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:03:24, 1796 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან 27 ნოემბრამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა  მგზავრებს ვერ მოემსახურება.

"ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება  რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების  შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან  ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ.  გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში  საბაგიროს ორივე სადგურსა და  სარემონტო ზონაში  შეიცვლება  ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics