11:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:13:24, 2279 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ჯგუფის „BGEO”-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და სამთავრობო რეფორმების შესახებ.

“BGEO ჯგუფი“  ინვესტორთა დღეს ყოველწლიურად მართავს და მასში, ტრადიციულად, აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფის ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მთავრობის მიმდინარე რეფორმების შესახებ. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ, მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებისკენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics