10:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:41:42, 388 ნახვა

საზოგადოება
დედობის ინდექსის მიხედვით საქართველო 86-ე ადგილზეა

დედობის ინდექსის ანგარიშში საქართველო 86-ე ადგილზეა.

ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-მა გამოაქვეყნა. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიხედვით დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა.

საუკეთესო ათეულში არის ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი, ბელგია და ავსტრალია. დედობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანა კი სომალია.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი 56-ე ადგილზეა, თურქეთი 65-ზე, უკრაინა 69-ზე, აზერბაიჯანი 90-ე ადგილზე, სომხეთი კი - 103-ე ადგილზე.

კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ, დედათა ჯანმრთელობა, ბავშვთა მდგომარეობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალების პოლიტიკური სტატუსი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11,3 პროცენტი უკავიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics