|
2017-11-06 20:12:55, 1665 ნახვა
სხვადასხვა
საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს
საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს. ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი გაერთიანება"საყდრისის კომიტეტი - კულტურული მემკვიდრეობისთვის"ავრცელებს. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ' საყდრისის კომიტეტს" მიაწოდეს ინფორმაცია საყდრისის კარიერის მიმდებარედ( კარიერი - საყდრისი2) ძველი გამონამუშევრების კვალის სავარაუდო არსებობის შესახებ. რის შემდეგაც კომიტეტმა ოქროს გადამამუშავებელ კომპანია ' არემჯ გოლდს" ტერიტორიაზე დაშვება მოსთხოვა. " კომპანიას უარი არ უთქვამს რადგან ფიქრობდნენ რომ ჩვენ ვსაუბრობდით საყდრისი- 2 ზე არსებულ საბჭოური ხანის გვირაბზე. მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიაზე კომპანიის თანამშრომლები წუთით არ გვტოვებდნენ. ჩვენ მოვახერხეთ და ფოტოები გადავუღეთ რამდენიმე "საეჭვო" ადგილს. ფოტოების გადაგზავნის შემდეგ სამთო არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ გვითხრა რომ ერთ- ერთი სავარაუდოდ იყო ისტორიული შტოლნა- ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი დათო გულბანი. კომიტეტმა ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიაწოდა და ადგილზე არქეოლოგის გაგზავნა მოითხოვა. შტოლნასთან მისასვლელი გზა უსაფრთხო არ აღმოჩნდა რის გამოც არქეოლოგმა ობიექტის დათვალიერება ვერ მოახერხა. კომიტეტის მიმართვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "არემჯი გოლდისგან" მოითხოვა საკითხის საბოლოო შესწავლამდე კომპანიას აღნიშნულ უბანზე სამუშაოები არ გაეახლებინა.ამასობაში ტომას შტოლნერმა რომელიც საყდრისის ისტორიულ მაღაროს წლების განმავლობაში იკვლევდა ფოტოზე დაკვირვებით დაგვიდასტურა რომ ერთ ერთი მართალაც შეიძლებოდა ყოფილიყო ისტორიული შტოლნა. საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდროების სააგენტოს გარდა პროცესში ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრიც ჩაერთო. 7 ნოემბერს 12 საათზე საყდრისის კომიტეტის წევრები არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე, არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე და კულუტურული მემკვიდროების სააგენტოს არქეოლოგები საყდრისში ჩასვლას და შტოლნის დათვალიერებას გეგმავენ. კომპანია ' არემჯი გოლდი" თანახმაა ჯგუფს სამუშაო ტექნიკით დაეხმაროს რადგან შტოლნამდე მისასვლელი გზა გასაწმენდია და შესაბამისად არქეოლოგებს ადგილზე მისვლა გაუჭირდებათ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)