09:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 18:30:45, 2245 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშემის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი British Petroleum-ის რეგიონული დირექტორი იქნება

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელის (Energy - Transregional Opportunities (Oil, Gas and Electricity) ერთ-ერთი სპიკერი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში BP-ის რეგიონული დირექტორი გარი ჯონსი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გარი ჯონსის პასუხისმგებლობაში შედის რეგიონში BP-ის მიერ წარმოებული ყველა საქმიანობა, რაც ნავთობის (600000 ბარელი დღეში) და გაზის (1060 კუბური ფუტი დღეში) მოპოვებასა და გადამუშავებას მოიცავს. მისი მოვალეობაა რეგიონული სტრატეგიის განხორციელება, გამართული ოპერირების უზრუნველყოფა და ურთიერთობები მთავრობებთან და თანაინვესტორებთან.

გარი ჯონსი BP-ში 1981 წლიდან მუშაობს და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა Drilling, Operations and Projects-ში, იყო Global Wells Organization-ის ხელმძღვანელი, Rumaila/VP Operations BP Iraq-ის გენერალური დირექტორი, პროექტის დირექტორი „ვერხნეჩონსკოიეში“ (რუსეთი) და ასევე, სამუშაო ერთეულის ხელმძღვანელი გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე რეგიონში.

BP-ში მუშაობის დაწყებისას გარი ჯონსს სხვადასხვა საინჟინრო და ტექნიკური პოზიცია ეკავა Drilling and Wells-ში, მონაწილეობას იღებდა ღრმაწყლოვან ოპერაციებში მექსიკის ყურეში, საბურღ-სამშენებლო ოპერაციებში ჩრდილოეთის ზღვაში და სხვადასხვა საბურღ ოპერაციებში ჩინეთში, ჰოლანდიასა და აფრიკაში.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/153-gary-jones

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics