10:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:31:00, 399 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომელმა შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის განყოფილების უფროსმა ცოტნე შენგელიამ 2015 წლის 1-3 მაისს იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ, შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც 50 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

შსს-ს ინფორმაციით, ცოტნე შენგელია არის 2012 წლის მსოფლიო თასისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მისი სპორტული კარიერა ასევე მოიცავს შემდეგ მიღწევებს: 2000-2004 წწ. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში; 2001 წელი - მსოფლიო ჩემპიონ ზარბექ ბერიშვილის საერთაშორისო ტურნირი - I საპრიზო ადგილი; 2001 წელი - ევროპის ჩემპიონატი – მონაწილე; 2002 წელი - ირანი, თეირანი, აზიის ჩემპიონი.

ვერონაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ცოტნე შენგელიამ III საპრიზო ადგილი აიღო. გამარჯვებულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics