|
2015-05-04 11:37:58, 347 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი გაგრძელდება, რაც ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ყველა ის პროექტი, გაგრძელდება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს თავდაცვის უწყებაში მინისტრობის კანდიდატთან თინა ხიდაშელთან ერთად გენერალური შტაბის შემადგენლობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. „მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთელ შემადგელობას იმ სამსახურისთვის, რაც ჩვენ ერთად გავწიეთ. ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას, მოხდა გაცნობითი შეხვედრა. თინა ხიდაშელთან მანამდეც მქონდა შეხვედრა, რომელზეც მოსაზრებები გავცვალეთ, ვისაუბრეთ მიმდინარე ძირითადი პროცესების, ხედვების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი, გეგმა გაგრძელდება და მივა ბოლომდე, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)