|
2017-10-27 12:43:22, 1689 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში ბიოუსაფრთხოების მესამე პუნქტი ამოქმედდა
კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და, შესაბამისად, ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. „მეცხვარეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენ კომპლექსურ სამუშაოებს ვატარებთ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და საბოლოოდ სწორი ადმინისტრირება. ეს უკვე მე-5 პუნქტია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. დაგეგმილია კიდევ ერთი პუნქტის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ახლადგახსნილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი გადასარეკი ტრასის სტრატეგიულად საკვანძო ადგილზე მდებარეობს, სადაც მაღალია პირუტყვის ნაკადი სეზონურ საძოვრებზე გადარეკვისას. ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ბიოუსაფრთხოების პუნქტში შესაძლებელია დღეში 3 ათასამდე წვრილფეხა და აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან. პუნქტის გახსნას კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე მოქმედებს კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ყვარელში, აგრეთვე, ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულსა და რუსთავში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) მხარდაჭერით აშენდა . უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი იფუნქციონირებს.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)