22:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:47:23, 1775 ნახვა

საზოგადოება
ცნობილი ექსპერტები სააგენტო „პირველში“ არჩევნების შესახებ დისკუსიებს მართავენ

„თავისუფალი პლატფორმის“ ინიციატივით, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სააგენტო „პირველში“ ცნობილი ექსპერტების და პოლიტოლოგების მონაწილეობით პირდაპირ ეთერში დისკუსიები იმართება.

საექსპერტო პანელის ფორმატში დისკუსიები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ინტერვიუერი ექსპერტები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ. დაგეგმილ დისკუსიებში პოლიტოლოგები მონაცვლეობით ინტერვიუერებიც იქნებიან და რესპოდენტებიც.

„პირველის“ ოფისში 16:00 საათზე დისკუსიას ვაკა გორგილაძე და შალვა ადვაძე გახსნიან. ინტერვიუერის რანგში დისკუსიის მოდერატორობას ვახტანგ მაისაია განაგრძობს. 17:00 საათზე კი საარჩევნო პროცესების ანალიზში, დემურ გიორხელიძე ჩაერთვება. 18:00 საათზე არჩევნების მიმდინარეობას ნიკა ჩიტაძე შეაფასებს. საარჩევნო უბნების დაკეტვამდე ნახევარი საათით ადრე დისკუსიას ხათუნა ლაზაგიძე წარუძღვება. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი საარჩევნო დღის შედეგებს 20:30 საათზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე შეაფასებს. 21:00 საათზე საკუთარ მოსაზრებას ნანა დევდარიანი დააფიქსირებს. 21:00 საათზე მომდევნო ინტერვიუერი ზურაბ კუკულიძე იქნება. 22:00 საათზე შემაჯამებელ დისკუსიას მამუკა არეშიძე წარუძღვება.

„თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics